ილია სეთურის დაჯარიმებას სასამართლოში პროტესტი მოჰყვა – აქტივისტებს სასამართლოს ეზო დაატოვებინეს

500 ლარით დააჯარიმეს, პარლამენტის ხელახალი ს ჩატარების მოთხოვნით10 ნოემბრის გამართული საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილე, ილია სეთური. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროს გადაკეტვის გამო დაიწყო.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა, სხდომა ერთს საათს გაგრძელდა.
-ს იურისტებმა სასამართლოს მტკიცებულებად სამი ვიდეო წარუდგინა, რომლებიც ტელეკომპანია “მთავარი არხის” პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი.
ამ ვიდეოში ისმის ჟურნალისტი ხმა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციამ გააფრთხილა გაათავისუფლონ გზა, თუმცა ისინი ამას არ აპირებენ.
ამავე ვიდეოში ჟურნალისტის უკან ხალხის მასაში სხვებთან ერთად ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელზეც შსს-მ მიუთითა, რომ ილია სეთურია. თავად სეთური ამბობს, რომ ვიდეოზე ის არაა გამოსახული, თუმცა აქციაზე ყოფნას არ უარყოფს. დარბაზში მყოფები მოსამართლის გადაწყვეტილებას შეხვდნენ შეძახილებით: “მონა, მონა”.
ილია სეთურის დაჯარიმების შემდეგ მისი მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, რისი საშუალებაც დაცვამ არ მისცა. მათ აუკრძალეს ბანერების გაშლა და ხმის გამაძლიერებლის გამოყენება, სასამართლოს ეზოდან გააძევეს და მიუხურეს ჭიშკარი.
აქტივისტებს მიუთითებდნენ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით მათ აქციის გამართვის უფლება აქვთ სასამართლოს შენობიდან 20 მეტრის დაშორებით.
აქტივისტებმა, ასევე “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმა გელა ხასაიამ, საბა სხვიტარიძემ საპროტესტო აქცია სასამართლოს მიმდებარედ განაგრძეს.
მოსამართლე ცეკვავამ დღეს, 27 ნოემბერს 11 მოქალაქის იდენტური საქმის განხილვა დაიწყო. განსხვავება მხოლოდ ადგილია – გზის გადაკეტვას 17 ნოემბრის აქციაზე ვარაზისხევზე მყოფ აქტივისტებსაც ედავებიან. საქმის განხილვა 11 დეკემბერს გაგრძელდება.