ილია მეორე: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ვიდეომიმართვაში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა, პატრიარქი მოქალაქეებს მშვიდობას უსურვებს.
„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ. ამინ“, – განაცხადა პატრიარქმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები