ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ ლიანას [ისაკაძე] უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
„დიდია ყველას გულისტკივილი ქ-ნ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.
სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა.
აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ქართველ მევიოლინეს, ლიანა ისაკაძეს დღეს მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე