ილია თოფურია წლის საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაზე წარდგენილი

როგორც მოგეხსენებათ, Fighters Only World MMA Awards ყოველწლიურად საუკეთესო მებრძოლებს აჯილდოვებს.

27 წლის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას საკმაოდ კარგი წელი გამოუვიდა. მან 18 თებერვალს თავის წონაში დაუმარცხებელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა.

შესაბამისად ქართველი წლის საუკეთესო საერთაშორისო მებრძოლის ნომინანტთა შორის მოხვდა. ილიას კონკურენტები დრიკუს დუ პლესი, ვეილი ჟენგი, ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა და ჩიჰირო სუძუკი არიან.

ცნობისთვის, წლევანდელი დაჯილდოება 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიღწეულ წარმატებებს აღნიშნავს.