ილია თოფურიას ბარათი UFC-სთვის რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსუბუქი წონაში UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი ილია თოფურიას ახალწვეულის ბარათი – 2022 წლის Prizm UFC Black Prizm 1/1 Goldin Auctions-ის მეშვეობით 101,000 დოლარად გაიყიდა. UFC-ის ჩემპიონის აღნიშნული ბარათი კერძო პირის მფლობელობაში იყო. მისი გაყიდვა აუქციონზე ახლახან დადასტურდა.
ეს გაყიდვა UFC-ის ბარათების ისტორიაში რეკორდულია.
წინა რეკორდი ხაბიბ ნურმაგომედოვის 2014 წლის Topps UFC Knockout 1/1 ავტოგრაფიან ბარათს ეკუთვნოდა, რომელიც 2022 წლის მაისში 79,200 დოლარად გაიყიდა.
ასეთი თანხა საოცარია თოფურიას ბარათისთვის, ვინაიდან მებრძოლის წინა ყველაზე ძვირად ღირებული ბარათი მხოლოდ 6,000 დოლარად იყო გაყიდული.
Market Movers-ის მიხედვით, თოფურიას ბარათების გაყიდვების საერთო მოცულობა ბოლო წლის განმავლობაში (ბოლო რეკორდული გაყიდვის გამოკლებით) 55,500 დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 56%-ზე მეტადაა გაზრდილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა