ილია ვერძაძე – სამწუხაროა, როცა ადამიანი ვერ ასხვავებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ოფიციალურ გადასახადებს, ხალხისა და ქვეყნის საჭიროებისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული პირადი თანხებისგან

სამწუხაროა, როცა ადამიანი ვერ ანსხვავებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ოფიციალურ გადასახადებს, ხალხისა და ქვეყნის საჭიროებისთვის, ს მიერ გაღებული პირადი თანხებისგან. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” – ილია ვერძაძემ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.
ილია ვერძაძის თქმით, სამწუხაროა, როცა ადამიანი ვერ ასხვავებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ოფიციალურ გადასახადებს, ხალხისა და ქვეყნის საჭიროებისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული პირადი თანხებისგან.
„ბიძინა ივანიშვილი არის უდიდესი ქველმოქმედი. სწორედ მისმა საქველმოქმედო საქმიანობამ გადაარჩინა საქართველოში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აშენდა არაერთი სპორტული კომპლექსი, ეკლესია, იგი ეხმარებოდა ხელოვანებს, სპორტსმენებს, მისი ფინანსური დახმარებით განხორციელდა ქვეყნისა და ხალხისათვის მნიშვნელოვანი არაერთი სოციალური პროექტი. ჩვენი საზოგადოება ამას ხედავს და აფასებს.
საგანგაშოა, რომ ხაზარაძე ფიქრობს, თითქოს, საზოგადოება ამას ვერ მიხვდება და იტყუება მიზანმიმართულად. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ხალხს პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია აქვს”, – აღნიშნავს ილია ვერძაძე თავის განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.