ილია დარჩიაშვილი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს, მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში. სხდომას სუამის თავმჯდომარე ქვეყნის – უკრაინის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
მონაწილეები განიხილავენ უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.
იქამდე, ბრიუსელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 5 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, მათ შორის, ილია დარჩიაშვილმა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს, როგორი მომავალი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა – ბელორუსმა პროექტში მონაწილეობა შეაჩერა, ხოლო საქართველომ, მ და მოლდოვამ გაფართოების კალათაში გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკვე 225 დღეზე მეტია გრძელდება ოპოზიციის „უწყვეტი პროტესტი” და ამ „პროტესტის უწყვეტობის“ ყოველი ახალი დღე სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების ობიექტურობას და მართლზომიერებას ადასტურებს