ილია დარჩიაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით. ასევე, ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდა ნატო-ს ოფისში, სადაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალურ მდივანთან. თავად ნახეთ პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა კონკრეტული გზავნილები და თავად ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც არის მთავარი პლატფორმა, ჩატარდა უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით და ესეც არის ამ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილი. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში ძალიან შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ