ილია დარჩიაშვილი – რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს

რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ს ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჰელსინკის ფინალური აქტის ფუნდამენტური პრინციპები და ძირითადი დებულებები გამუდმებით და უხეშად ირღვევა, მაშინ როდესაც ეუთო თავის 50-ე წლისთავს უახლოვდება.
ს სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და რეგიონში უსაფრთხოებას. ამას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა გადასახლებულიყო. ჩვენ ვაგრძელებთ სთან და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომას და ვიმეორებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევს მხარდაჭერას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, საქართველო მშვიდობის ერთგულია და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ეძებს, რომელიც ორ ბოძს დაეყრდნობა – რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და გაყოფილი თემების შერიგებას.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, როგორც ფორმატი, კონკრეტულ როლს თამაშობს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ რუსეთი მოახდენს 2008 წლის აგვისტოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, და სხვა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან გამომდინარეობს.
საქართველო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს თანამშრომლობას პროგრესისთვის და ხალხისთვის კონკრეტული შედეგებისთვის.
საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესია შეწყვიტოს, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცეს პატივი და უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.