ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა

2024 წლის 26 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრი ისაუბრებს საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე და ქართული მხარის ძალისხმევასა და გადადგმულ ნაბიჯებზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და კოლეგა მინისტრებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ყველაფრის რომანტიზება მოვახდინეთ, კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესებია – არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს, ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ევროპაში საუბრობენ