ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდება და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობას განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი -ში, კერძოდ ნიუ-იორკში ვიზიტისას აგრძელებს შეხვედრებს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპის საბჭო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა და მათთან აქტიურად მუშაობს ხელისუფლება.
“ახალ გენერალურ მდივანს რა თქმა უნდა, აქვს თავისი პრიორიტეტები, რომელსაც ის მომავალი წლების განმავლობაში განახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა მასთან შეხვედრის. ვფიქრობ, რომ შეხვედრის ფარგლებში იქნება განხილული ორმხრივ ფორმატში საქართველო- ევროპის საბჭოს თანამშრომლობა. ევროპის საბჭო არის ორგანიზაცია, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ კიდე უფრო ძლიერად განაგრძოს იმ პრიორიტეტების განხორციელება, რომელიც ჩვენ ორგანიზაციასთან გვაქვს დასახული”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად