ილია დარჩიაშვილი – მიუღებელი და გაუგონარია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.
„ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. ჩვენ, დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ჩვენ, დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა