ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

17-18 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენციაში.
კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს.
კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი