ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს სუზანა ბაუმანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების, განსაკუთრებით გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მაღალ დინამიკასა და მჭიდრო პარტნიორობაზე. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)