ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

17-18 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს. კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე – ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია