ილია დარჩიაშვილი – მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ

მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა მყარ საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.
„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მზად ვართ ჩვენი მეზობლების საჭიროებისა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, წვლილის შეტანა გავაგრძელოთ. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა მინისტრთან მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. მიმდინარე ოკუპაციაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ამ პროცესიდან მომდინარეობს. ასევე ვისაუბრეთ მომავალ პერსპექტივებზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელიც ასევე საინტერესო აღმოჩნდა ჩემი კოლეგისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ სანდო პარტნიორობისა და ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. ჩვენს ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაძლევს მყარ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ