ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმზ ო'ბრაიანს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმზ ო'ბრაიანს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმზ ო'ბრაიანთან გამართა შეხვედრა.
განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო' ბრაიანის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ – არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი