ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე დღის წესრიგს.
„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას და გამოიხატა მხარეების მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის წარმატებით დამკვიდრებული დიალოგის პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე: არასდროს ბოდიშის მოხდა არ ყოფილა ჩემთვის პრობლემა. ახლა შემიძლია მე იმ ადამიანებს მოვუხადო ბოდიში, რომელთა მიმართაც გუშინ მე მქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება, ეს 3 ადვოკატი, რომლებიც დღეს არიან ჩვენთან ერთად

ონისე ცხადაძე მოსამართლეს – ერთი ადგილიც მითხარით, თეორიულად, სად შეიძლება მივიმალო? – მე ვიტყვი: ერთადერთი ადგილი მაქვს, სადაც მივიმალები, გაბიტაშვილმა სიგელი რომ გადმოგცათ, მის უკან ვიქნები მიმალული