ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს შეხვდა

2024 წლის 17 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს, საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლს. უწყების განმარტებით, მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.