ილია დარჩიაშვილი დანიელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლარს ლოკე რასმუსენთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელიც ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის აღიარებაა.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში უკვე ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, ისე როგორც აქამდე, ექნება დანიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, ბოლო დროს გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას.
კმაყოფილებით აღინიშნა ლარს ლოკე რასმუსენის თბილისში ვიზიტი და დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობისა და რეგიონში დანიის სამეფოს გააქტიურებული როლის კიდევ ერთი დასტურია.
ხაზი გაესვა, ერთის მხრივ, დანიის სამეფოს მიერ საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, მეორეს მხრივ კი, აღინიშნა, რომ საქართველო დანიის სამეფოს მტკიცე პარტნიორია რეგიონში.
მხარეებმა აღნიშნეს რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის და ამასთან მიესალმნენ „პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ” საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც ილია დარჩიაშვილის ში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობას ნორდიკული ფორმატის ფარგლებში, რომელიც რეგიონალური და მრავალმხრივი თანამშრომლობის ახალ ასპარეზს იძლევა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.