ილია დარჩიაშვილი ანა ნაცვლიშვილს – „ევროპა გვართმევს იდენტობას?“ – მე არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა! – ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი, აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მოგწონთ ეს თუ – არა

„ევროპა გვართმევს იდენტობას?“ – მე არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მოგწონთ ეს თუ – არა, – ასე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომაზე.
ილია დარჩიაშვილმა მოუწოდა ანა ნაცვლიშვილს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო პლატფორმებში.
„მინდა მოვუწოდო ანა ნაცვლიშვილს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო პლატფორმებში, რათა გაიგოს, თუ როგორ ვაპირებთ მოლაპარაკებების გახსნას, როგორი იქნება ჩვენი გეგმა. „ევროპა გვართმევს იდენტობას?“ – მე არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა! ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მოგწონთ ეს თუ – არა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ანალოგიურად, სამუშაო ფორმატებში მონაწილეობისკენ მოუწოდა დარჩიაშვილმა „ლელოს“ კიდევ ერთ დეპუტატს სალომე სამადაშვილს.
„არ ვიცი, ვის ესაუბრა მოლაპარაკებების გახსნის დაპაუზებაზე. ჩვენ ცალსახად აღებული გვაქვს ვალდებულებები, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებულია. თქვენ უფრო მეტი გეცოდინებოდათ ამ ფაქტის შესახებ, თუ დაესწრებოდით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ შეხვედრას 29 იანვარს. ეს იყო ერთ-ერთი აღებული ვალდებულება, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში შეიქმნებოდა სხვადასხვა პლატფორმა და სივრცე სამოქალაქო საზოგადოების და ოპონენტების ჩართვისთვის, შემდეგ იდენტიფიცირებისთვის, თუ როგორ უნდა შევასრულოთ 9 პუნქტი. თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტია არ ესწრებით, ბოიკოტი გამოუცხადეთ. თუ გაინტერესებთ, როგორ გავხსნით მოლაპარაკებებს, მონაწილეობა მიიღეთ და გეცოდინებათ ამის შესახებ“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მოლდოვასთან და სთან დაკავშირებით მარტში იქნება ანგარიში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა ანუ ევროკავშირი, არჩევნებამდე გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში რაიმე პროგრესს აპაუზებს, რატომ მოხდა ასე?“. მისივე თქმით, დარჩიაშვილის პირდაპირი ვალდებულებაა პროგრესზე ესაუბროს ევროკავშირს და დაარწმუნოს, რომ პროგრესი არის.
რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილს, მან მოუწოდა მინისტრს, გაემიჯნოს ან დაეთანხმოს მისი თანაპარტიელების განცხადებას, სადაც აღნიშნავენ, რომ „ევროპა რაღაცას წაგვართმევს სტატუსის სანაცვლოდ, მაგალითად იდენტობას, ან ქართულ კულტურას წაიღებს“.

ასევე დაგაინტერესებთ