ილიაუნის სტუდენტები 14 დეკემბერს აქცია-მსვლელობას აანონსებენ

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა 14 დეკემბერს აქციას აანონსებს – ცნობილია, რომ სტუდენტები შაბათს, დილის 7 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან:
„14 დეკემბერს, დილის 7 საათზე მივემართებით მარშით ფილარმონიიდან პარლამენტისკენ. ზუსტად იმ დროს, როდესაც არალეგიტიმური მთავრობა აპირებს გამართოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს პრეზიდენტის ასევე არალეგიტიმურად არჩევა.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის თავისუფლების წყურვილის გამო დღეს გისოსებს მიღმაა და რეპრესიების მსხვერპლია.
ასეთ დროს გვმართებს ერთიანობა და მოგიწოდებთ ყველას, გამოვხატოთ უპრეცენდენტო სოლიდარობა როგორც დაზარალებულების, ასევე სამშობლოს მიმართ”, – წერია ორგანიზატორების განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს