ილიაუნის სააპელაციო სარჩელი დააკმაყოფილა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთი დარახველიძე Facebook-ზე წერს.
“ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის! მთავარი გამარჯვება წინ არის”- წერს დარახველიძე.
ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა.
უნივერსიტეტში აცხადებდნენ, რომ საბჭოსგან ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება და რომელ სტანდარტში ჩამოაკლდა უნივერსიტეტს შეფასებები.