ილიაუნის რექტორი: უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ საუნივერსიტეტო რეფორმის ხედვას, რომელიც შეეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
„უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია“, – წერს ნინო დობორჯგინიძე „ფეისბუკში“ და აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო უნივერსიტეტად არის შეფასებული.
მან გუშინ, 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების 7 გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა წარადგინა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.
კობახიძემ ისაუბრა დაფინანსების მოდელის შეცვლასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მრავალფეროვანი ფაკულტეტების შემცირებაზე:
„თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ