ილიაუნიმ ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია დააფუძნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გარდაცვლილი ქართველი ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია დააფუძნა. ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანა ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სტიპენდია ყოველწლიურად საქართველოს მთიანი რეგიონებიდან ერთ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეგახსენებთ, რომ მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელ არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი 12 აგვისტოს იპოვეს.
არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. 2022 წელს მას და კიდევ ორ ალპინისტს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს, ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“ გადასცეს ს დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარე ურთულესი მარშრუტის, 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობისთვის, სადაც იქამდე ფეხი არავის დაუდგამს.
მაშინ ჟიური წერდა, რომ ქართველი ალპინისტების დაჯილდოების მთავარი მიზეზი იყო აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობა, ალპინისტთა გუნდის მცირე ზომა (მხოლოდ 3 კაცი) და ალპინისტური გზის განსაკუთრებული სირთულე, რომლის დაძლევასაც დასჭირდა ხანგრძლივი ცოცვა და მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეების დაძლევა.
შხელდა, რომელზეც ამჟამად იმყოფებოდნენ ალპინისტები, სვანეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. მისი უმაღლესი მწვერვალი 4322 მეტრია ზღვის დონიდან.