სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი. შესაბამის ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი.
დღეს სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი; მან არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის საკითხი.
ეს მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა საბოლოო გამარჯვებამდე”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან უნივერსიტეტმა მიუღებლად ჩათვალა, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც ილიას უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
