ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვა სტუდენტებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ძვირფასო სტუდენტებო,

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სტუდენტებს, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ექნებათ დამატებითი დრო მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად, მათ შორის, გაცდენილი კომპონენტებისა და შეფასებების აღსადგენად. ასევე, შესაძლებელი იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ჩაბარების ვადების გახანგრძლივება.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა გამოწვევას და მივაღწევთ წარმატებას,“ – აღნიშნულია მიმართვაში