“ილიას მინდა ვუთხრა, რომ…” – ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ “მატადორს” მიმართა

ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა Marca-სთან ინტერვიუში UFC-ის ქვემსუბუქითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.
“რკინის მაიკმა” ქართველი “მატადორის” მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა და მომავალში წარმატებებიც უსურვა.
“ილიამ ჰოლოუეი ნოკაუტში ჩააგდო, ამას მიზეზი აქვს, თოფურია ძალიან ძლიერია და სანახაობრივად იბრძვის, მაქსის დამარცხება ურთულესია. მინდა მივულოცო და ვუთხრა, რომ არ გაჩერდეს და გააგრძელოს რასაც აკეთებს”, – განაცხადა ტაისონმა.
შეგახსენებთ, ილიამ ჰოლოუეისთან საჩემპიონო ქამარი დაიცვა. რაც შეეხება ტაისონს, რამდენიმე კვირის წინ ვეტერანი მოკრივე ტეხასში გამართულ ბრძოლაში ყოფილ “იუთუბერ” ჯეიკ პოლთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით
დამარცხდა.