საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა “აეკი” ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გუნდი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
ზუროსი “აეკს” სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.
57 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016/2023 წლებში წვრთნიდა. ზუროსი სხვადასხვა დროს “პერისტერისს”, “არისს”, “რასინგს”, “ანადოლუ ეფესს”, “პანელიონისს”, “ბუდუჩნოსტს”, “თოფაშს”, საბერძნეთის ნაკრებსა და “პრომითეასს” ავარჯიშებდა.