დიდ ბრიტანეთში მოგზაურობით დაინტერესებული პირებისთვის იკონსულს სასიხარულო სიახლე აქვს. დღეიდან ვიზის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა სავიზო პროცესები თანხის დაბრუნების გარანტიით დაიწყონ.
რას გულისხმობს თანხის დაბრუნების გარანტია?
იკონსული მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ვიზის მიღების მსურველებს აძლევს შესაძლებლობას გაიმარტივონ სავიზო პროცესები და ყველაზე რთული, ბიუროკრატიული პროცესები სავიზო მომსახურების სერვისით ჩაანაცვლონ. თანხის დაბრუნების გარანტიით კი დიდი ბრიტანეთის ვიზით დაინტერესებული პირები ვიზის განაცხადის იკონსულთან ერთად შევსების შემთხვევაში, სავიზო მომსახურების თანხას უკან დაიბრუნებენ იმ შემთხვევაში, თუ ვიზაზე მიიღებენ უარყოფით პასუხს. სერვისით სარგებლობისთვის აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას- მისი ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით უნდა იყოს მინიმუმ 1500 ლარი. დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზის პროცესებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
როგორია დიდი ბრიტანეთის ვიზის გაცემის სტატისტიკა?
2022 წელს დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზაზე საქართველოდან 5135-მა აპლიკანტმა გააკეთა განაცხადი, მათგან კი 4108 ადამიანმა (80%) მიიღო დადებითი პასუხი. დადებითობის მაჩვენებლები სხვა კატეგორიის ვიზების შემთხვევაში გამოიყურება შემდეგნაირად:
სამუშაო ვიზა: დადებითი პასუხი მიიღო 94%-მა აპლიკანტმა სასწავლო ვიზა: დადებითი პასუხი მიიღო 93%-მა აპლიკანტმა
ოჯახის წევრთან ვიზიტისთვის გაცემული ვიზა: დადებითი პასუხი მიიღო 72%-მა აპლიკანტმა
რა შესაძლებლობებს მანიჭებს დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზა?
დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზა, ცნობილი როგორც ინგლისის ვიზა, გარდა იმისა რომ გაძლევთ ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას, ასევე იძლევა მექსიკაში, მაროკოში, კოსტა რიკაში, დომინიკის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში დამატებითი ვიზის მიღების გარეშე მოგზაურობის საშუალებას. სრული ქვეყნების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
უშუალოდ ვიზის კატეგორია კი თქვენი გამგზავრების მიზნობრიობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ გსურთ რომ დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება მოიპოვოთ, განაცხადი უნდა გააკეთოთ დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზაზე, სწავლის შემთხვევაში სასწავლო ვიზაზე და ა.შ.
დიდ ბრიტანეთში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა არც ისე მცირეა. თუმცა, სავიზო პროცესები ბევრისათვის დაბრკოლებას წარმოადგენს. სწორედ სავიზო პროცესებთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ მიმართოთ იკონსულს, ვიზიტორის ვიზის დაზღვევის სერვისი კი გაძლევთ შესაძლებლობას უარის შემთხვევაში სერვისში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოთ.
(R)