“იკვეთება წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების პრობლემა” – კობახიძე დიპლომატების პროტესტზე

ირაკლი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და დიპლომატებს, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვთ. ამის შესახებ მან მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც აქციის ძალადობრივი ჩატარებიდან რამდენი საათში ჩაატარა.
“აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის გააზრებისა და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა, ობიექტურად, მე პირადად მზად ვარ, რომ განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში, პროტესტის განცდა არავის უნდა გასჩენოდა”, – თქვა კობახიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, 93-მდე გაიზარდა. სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი არ დააყენოს და საბიუჯეტო გრანტებზეც უარი თქვას. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამით ევროინტეგრაციის პროცესს საკუთარი ნებით არ აჩერებს, სინამდვილეში, ეს ზუსტად ამას ნიშნავს.