ითამაშებს თუ არა კვარაცხელია 21 დეკემბერს “ჯენოასთან” – იტალიური პრესის უახლესი ინფორმაცია

იტალიური Corriere dello Sport ს ტრავმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბევრ კითხვას პასუხი დღეს გაეცემა.
“ნაპოლის” ექიმები დღეს საბოლოოდ იტყვიან, შეეძლება თუ არა ქართველს 21 დეკემბერს “ჯენოასთან” სერია A-ს მე-17 ტურში თამაში.
თუ ჩვენებურს ზეგ თამაშის უფლება არ დართეს, ის ამ წელს 1 შეხვედრაში მინიმუმ მაინც კიდევ ითამაშებს, რადგან 29 დეკემბერს წლის ბოლო მატჩს საშინაო კედლებში “ვენეციას” წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
შეხსენებისთვის, კვრაცხელიამ ტრავმის გამო “უდინეზესთან” 1 შეხვედრა უკვე გამოტოვა და წესით, დღეს მოგვიანებით გვეცოდინება, უნდა
ველოდოთ თუ არა ხვიჩას 2 დღეში მოედანზე.