ითამაშებს თუ არა კვარაცხელია იტალიის თასზე?

დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, “ნაპოლი” იტალიის თასზე “ფროზინონეს” დაუპირისპირდება.
Tuttonapoli-ს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებს.
ძირითად თერთმეტეულში ვიხილავთ ელიფ ელმასს, მარიო რუის, ნათანს, კაიუსტესა და სიმეონეს. დიდი ალბათობით, ფრანკ-ზამბო ანგისა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, ისევე, როგორც და ვიქტორ ოსიმენი.
წყაროს ინფორმაციით, ხვიჩა და ვიქტორი თამი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ “ნაპოლის” მატჩის მოგება ძალიან გაუჭირდება.