იზოლატორში მონახულების შემდეგ ადვოკატმა ნიკა მელიას დაკავების დეტალებზე ისაუბრა

დიღმის იზოლატორში მონახულების შემდეგ, ს ადვოკატმა მ ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ დაკავების შემდეგ ნიკა მელია “ჩასვეს იმ ცნობილ სამარშრუტო ტაქსში, სადაც ხალხს სცემენ და აწამებენ”.
მისი თქმით, მანქანაში პოლიციელებმა ნიკა მელიას წაართვეს ტელეფონი და ცდილობდნენ, რომ სახის ამომცნობი სისტემით ის გაეხსნათ. ამასთან, აღნიშნავს, რომ პერიოდულად პოლიციელები ნიკა მელიას ვიდეოს უღებდნენ და უგზავნიდნენ პირებს, რომლებიც “რაციიდან ეუბნებოდნენ, ჩაგვიგდე ვიდეოო”.
“რასაც ვამბობდით, ის დასტურდება. ნიკა არ არის დაპატიმრებული ან დაკავებული, ნიკაზე არის ჩასაფრება მოწყობილი და მერე არის გატაცებული. ჯერ ერთი, ადამიანის აყვანა ისე, რომ არ უთხრა, გადმოდი, ჩაჯექი – სპეცოპერაციის ჩატარებაა, ასეთი რამე არ ხდება, მით უმეტეს, ადმინისტრაციული მუხლით.
რაც მთავარი და საინტერესოა, ადამიანი ჩასვეს არა ჩვეულებრივ პატრულის მანქანაში, არამედ ჩასვეს იმ ცნობილ მარშრუტებში, ხალხს რომ სცემენ და აწამებენ. მაგრამ, ნიკასთან დაკავშირებით [წამებას] ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, პერიოდულად რეკავდნენ და რაციიდან ეუბნებოდნენ, ჩაგვიგდე ვიდეოო – უღებდნენ ნიკას და ვიდეოებს უგზავნიდნენ.
ფიზიკური ძალადობით აიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. იქ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, არც შეთავაზებას, გადმოჯექი ჩვენს მანქანაშიო და მეორე, რაც მთავარია, მისი ტელეფონი წაართვეს და ცდილობდნენ, რომ გაეხსნათ – სახესთან მიჰქონდათ ტელეფონი, რომ სახის ამომცნობი სისტემით გაეხსნათ.
ეს არის ორკესტრირებული ამბავი, რომელიც იწყება პროკურატურის პროცესის გადატანის მოთხოვნით, გრძელდება დღეს სასამართლოში იგივე მოსამართლე შვანგირაძის ქმედებებით, რომელმაც ხვალამდე გადადო საქმე და გვირგვინდება პოლიციის ძალადობრივი ქმედებით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.