იზა ომაძე – „გაძლება, ქალბატონო ეკა, თქვენ ნათელი, ღირსეული და უჭკვიანესი გიგა ავალიანის დედა ხართ, იქით სიბნელეა!“

3
„გაძლება, ქალბატონო ეკა. თქვენ ნათელი, ღირსეული და უჭკვიანესი გიგა ავალიანის დედა ხართ, იქით სიბნელეა!“ – ამის შესახებ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ნათელი ყოველთვის ამარცხებს ბნელს.
“გაყიდვის, ღალატის და გაცემის დღეს რომ ბოროტების მხარეს აღმოჩნდები რა საშინელი ამბავია!!! გაძლება, ქალბატონო ეკა. თქვენ ნათელი, ღირსეული და უჭკვიანესი გიგა ავალიანის დედა ხართ, იქით სიბნელეა!!!!
ნათელი ყოველთვის ამარცხებს ბნელს!!!”, – წერს იზა ომაძე.
მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს – 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაკავებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი