ივნის-ივლისში გაგრაში 110 ათასმა ტურისტმა დაისვენა – ე.წ. მთავრობა

2024 წლის ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე ოკუპირებულ გაგრაში 110 ათასმა ადამიანმა დაისვენა. ამის შესახებ ოკუპირებული ს ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
ადმინისტრაციის განმარტებით, ტურისტული ნაკადის შესახებ მოცემული მონაცემები წინასწარია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წელს აფხაზეთში დასვენების მოთხოვნა ძალიან მაღალი არ არის.
აგვისტოსთვის ობიექტების დატვირთულობა 90%-ია. ტურისტები გაგრაში საშუალოდ 7-10 დღე რჩებიან.
ცნობისთვის, ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს გაგრაში 300 000-მა ადამიანმა დაისვენა.