ივნისში საქართველომ $315 მილიონის ფულადი გზავნილი მიიღო – ყველაზე მეტი აშშ-დან გადმოირიცხა

2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.51 მლნ დოლარი (861.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.2% ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.9% იმ 28 უმსხვილეს პარტნიორ
ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ
დოლარს აღემატებოდა. იმავე 28 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი
გზავნილების 97.1% მოდიოდა.
2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის ივნისის (28.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.