ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება წინა თვესთან და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა. წინა თვესთან შედარებით ზრდა 0,4%-ია. წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით კი 3%.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, 2025 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.8 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.3 პროცენტი), რამაც 0.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.7 პროცენტი).
გარდა ამისა, ფასების 0.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
· სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (18.1 პროცენტი);
· დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.31 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.7 პროცენტი) და სასმელებზე (2.5 პროცენტი);
· ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
