საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 9.6%-ით შემცირდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ „გალტ & თაგარტ“-ი წერს.
კვირის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.4%-ით შემცირდა (-19.0 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, ივნისში სებ-მა 1 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 60.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით, – ნათქვამია „გალტ & თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.