ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 5.9%-ით გაიზარდა – Galt & Taggart

2024 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 5.9%-ით გაიზარდა.
Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვის მიხედვით, ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა იყო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ს განცხადებით, რაფაჰის სახმელეთო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. კონფლიქტის დაწყებიდან, ისრაელისა და ჰესბოლას მებრძოლები ყოველდღიურად ახორციელებენ ერთმანეთის საპასუხო დარტყმებს, თუმცა სრულმასშტაბიანი ომი ესკალაციის ახალი ეტაპი იქნება. ამ ეტაპზე, ნავთობის ფასებზე ეფექტი ლიმიტირებულია, ვინაიდან არც ერთი მხარე ნავთობის მსხვილი მომპოვებელი არ არის. თუმცა, თუ ომმა უფრო ფართო სახე მიიღო და მასში ირანიც ჩაერთო, ეფექტი ბევრად მსხვილი იქნება.
“გარდა გეოპოლიტიკური რისკებისა, ფასზე კატაკლიზმური მოვლენებიც მოქმედებს. ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლის სეზონი, როგორც წესი, ზაფხულის მეორე ნახევარში იწყება, როცა ოკეანის ტემპერატურა იზრდება. თუმცა,რეკორდული სიცხის გამო პირველი ძლიერი ქარიშხალი (ბერილი) უკვე გააქტიურდა. მომდევნო თვეების განმავლობაში ქარიშხალი კვლავ მოსალოდნელია, რამაც შესაძლოა კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროებზე ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების ოპერაციები შეაჩეროს.
ჩრდილოეთ ამერიკული წარმოება ნავთობის გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ OPEC+-ის არაწევრი ქვეყნების წილი მნიშვნელოვნად მზარდია, რაც ძირითადად -ს დამსახურებაა. OPEC+-ის წილი ჯამურ წარმოებაში 48.5%-მდე შემცირდა – 2016 წლიდან (მისი დაარსებიდან) ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ეს, გარდა სხვა ქვეყნებში მოპოვების ზრდისა, წარმოების ნებაყოფლობითი შემცირების შედეგიცაა. ამასთან შესაძლოა წარმოება კვლავ გაიზარდოს 2024 წლის ოქტომბრიდან, თუმცა ეს გადაწყვეტილება გლობალური ეკონომიკისა და მოთხოვნის დინამიკის მიხედვით გადაიხედება.
ნავთობის გაზრდილი ფასი ადრე თუ გვიან ბენზინგასამართ სადგურებზე გაზრდილ ფასებში ითარგმნება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით არჩევნების მოახლოების დროს, არ აწყობს. მზარდი ფასებისა და ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საწვავის სტრატეგიული რეზერვები გამოიყენოს. ს გადაწყვეტილებით, ბენზინის ექსპორტის შეზღუდვა კიდევ ერთი თვე არ იმოქმედებს.
ცნობისთვის, ადგილობრივი ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა 2024 წლის 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. 2024 წლის 20 მაისს გამოცხადდა, რომ ეს შეზღუდვა 30 ივნისამდე აღარ იმოქმედებდა, უახლესი ინფორმაციით კი ეს ვადა 31 ივლისამდე გაგრძელდა. მათი განცხადებით, ადგილობრივმა ბაზარმა საკმარისად მოასწრო გაჯერება, შესაბამისად, ივარაუდება რომ შეზღუდვა ივლისის შემდეგაც არ იმოქმედებს,”-აღნიშნულია მიმოხილვაში.