ივნისში ლარი წლიურად 0.3%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 4%-ით გაუფასურდა

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.9%-ით გაუფასურდა, ივნისის თვის ჭრილში გაუფასურებამ კი 4.9% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 0.3%-ია, თვის ჭრილში გაუფასურება კი 4.0%-ია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
სებ-ის ინფორმაციით, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის.

სავაჭრო პარტნიორთაგან ივნისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, ში, -სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7164-დან 2.8258-მდე (4.0%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 2.9340-დან 3.0421-მდე (3.7%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.8101 და 3.0082 შეადგინა. ივნისში ლარი- დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.8693 იყო, მინიმალური კი – 2.7914.
„ივნისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები არათანაბრად იყო გადახრილი. ივნისში საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუბლის, გამყარება, ევრო, თურქული ლირა და ლარი გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ასევე დაგაინტერესებთ