ივნისში ინფლაციაზე გავლენა ჰქონდა ადგილობრივი წარმოების საქონელზე ფასების ზრდას – „გალტ & თაგარტი“

2024 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 2.2%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 2.0%-იანი ინფლაციის შემდეგ, – ამის შესახებ „გალტ & თაგარტ“-ის კვირის მიმოხილვაშია საუბარი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე თვეში, ინფლაციის ზრდაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა ადგილობრივად წარმოებული საქონლის წლიური ფასების 2.8%- მდე ზრდას (+2.5% წ/წ წინა თვეში) და იმპორტირებული ინფლაციის წლიურ 3.3%-იან ზრდას (+3.8% წ/წ წინა თვეში).
ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ივნისში 1.4%-მდე შენელდა წინა თვეში არსებული 1.7%-იანი დონიდან.
2024 წლის ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (+11.0% წ/წ, +1.31პპ), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+1.9% წ/წ, +0.63პპ), სასტუმროები და რესტორნები (+7.5%, +0.25პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.4%, +0.23პპ) და განათლება (+3.8% წ/წ, +0.17პპ), – ნათქვამია „ს“ კვირის მიმოხილვაში.