ივნისში ბათუმში $76 მილიონის ბინები გაიყიდა – როგორი იყო ბინების მ²-ის საშუალო ფასი?

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის უახლესი მიმოხილვის თანახმად, ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების 25.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, მაღალი, 41.5%-იანი ზრდა აჩვენა ბაზრის ზომამ.
ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა
2025 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,357 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული.