ივნისში აუქციონებზე 60 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა – მოთხოვნა 2-ჯერ და 3-ჯერ მაღალი იყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 2 ივლისს 3.5-წლიანი 40 მლნ ლარის (14.3 მლნ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 1.047პპ-ით გაიზარდა და 9.166% შეადგინა, – ამის შესახებ „გალტ & თაგარტ“-ის კვირის მიმოხილვაში წერს.
ამას გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 2 ივლისს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.1 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.084პპ-ით შემცირდა და 7.904% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 9 ივლისს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება, – ნათქვამია „ს“ კვირის მიმოხილვაში.