“ივლის-აგვისტოში, ბათუმში ყველა კმაყოფილია“ – როგორ მიდის ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში?

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ დიასამიძის შეფასებით, „ივლის-აგვისტოში, ბათუმში ყველა კმაყოფილია“. ასე უპასუხა ტურიზმის ექსპერტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას შეეხებოდა.
„ივლის-აგვისტოში, მით უმეტეს, როცა კარგი ამინდებია, ბათუმზე ბედნიერი ქალაქი არ არსებობს, მაგრამ წლის ბოლოს, როცა დავითვლით შემოსავლებს და მივხვდებით, რომ უნდა გვეშოვა 100 ლარი და ვიშოვეთ 50 ლარი, მოლოდინების ხშირად არგამართლება სექტორის განვითარებაზე, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება“, – თქვა თემურ დიასამიძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რატომაც მთავრობის შეფასებით, ტურიზმში კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ განსხვავებულია თავად ტურიზმის ბიზნესის გარკვეული ნაწილის აღქმა და შეფასებები.
„ტურიზმში ჩართული ადამიანები როდესაც ვსაუბრობთ სექტორში არსებულ პრობლემებზე ან თუნდაც დადებით მხარეებზე, უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორს ერთი ინტერესი უნდა გვქონდეს, რომ დარგი იყოს წარმატებული, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, მშრალი სტატისტიკური მაჩვენებლების დადარება მიდის და მივდივართ კონფლიქტამდე.
რაც შეეხება მოლოდინებს, ტურიზმის ზრდაზე როცა ვსაუბრობთ, ძირითადად, ვედრებით covid-19-ის პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს და ვამბობთ, რომ ტურიზმი აღდგა, უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა ქვეყანაში და ა.შ. მაგრამ სექტორში არსებული შედეგების ანალიზისას, თუ ავიღებთ covid-მდე საწოლების და გასაქირავებელი ბინების რაოდენობას და შევადარებთ, რა რაოდენობა გვაქვს დღეს, ვნახავთ, რომ განთავსების საშუალებების მიწოდება გაცილებით მეტად არის გაზრდილი, ვიდრე – ტურისტების რაოდენობა, ამიტომ ადამიანებს, ვინც ბინას აქირავებს, გაუგებარი ხდება ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის თანახმად, ყველაფერი კარგადაა და ვიზრდებით, რადგან ისინი ნაკლებ შემოსავალს იღებენ“, – განმარტა ექსპერტმა, მაგრამ იქვე ისიც აღნიშნა, რომ ტურისტული მიზნით გასაქირავებელი ბინების სეგმენტთან შედარებით, დღესდღეობით, ბათუმში სასტუმროები გაცილებით დატვირთულია, რაც ფასებზეც აისახება.
ამასთან, შემოსავლების ჭრილში სექტორში არსებული ვითარების შეფასებისას, სადაც ასევე განსხვავებულია მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ტურიზმის ბიზნესის აღქმა-შეფასებები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ვიზიტორების გეოგრაფიაზეც, განსაკუთრებით, ს მაგალითზე.
„ძირითადი კონტინგენტი, რომელიც ჩამოდის აჭარაში, საქართველოში, არის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები ნუ და ეს არაა ტურისტების ის კატეგორია, რომელიც დიდ შემოსავალს მოიტანს სექტორში… უამრავი ფაქტორია, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ტურიზმში შედეგების შეფასებისას და კონტექსტის გარეშე, მხოლოდ ერთი რიცხვის ჩვენებით, იმის თქმა, რომ წარმატებულები ვართ, ვფიქრობ, ცოტა ზედმეტია“, – აღნიშნა თემურ დიასამიძემ.
, თურქეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, , გალფის ქვეყნები – ასე გამოიყურება, ძირითადად, აჭარაში ტურისტების გეოგრაფია, თემურ დიასამიძის დაკვირვებით.
„ბათუმი სავსეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებით, განსაკუთრებით რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან. გააქტიურდა ს მიმართულებაც“, – აღნიშნა თემურ დიასამიძემ.
მისივე შეფასებით, ბათუმში, ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების შემცირებაა და 6 თვეში, გერმანიიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა, სავარაუდოდ, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოზე მოდის.