ივლისში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა – „გალტ ენდ თაგარტი“

ივლისში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა – „გალტ ენდ თაგარტი“
2025 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 4.0%-ის შემდეგ. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.
ანალიზის თანახმად, ივლისის ინფლაციის ზრდა ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 5.4%-იანმა ზრდამ (+5.2% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 7.5%-იანი ზრდა (+7.2% წ/წ წინა თვეში).
„საპირისპიროდ, იმპორტირებული საქონლის ფასების შემცირება გაგრძელდა ივლისშიც, თუმცა წლიური კლების ტემპი -1.6%-მდე შენელდა (-2.0% წ/წ წინა თვეში), რაც გარკვეულწილად ანეიტრალებს ფასების საერთო დონეზე დამატებით ზეწოლას. საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, წინა თვის მსგავსად, 2025 წლის ივლისში 2.2% იყო.

bnp.ge