ივლისში პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გვექნება პროდუქციის გამოფენა. გვსურს, ჩვენი ცნობადობა ამაღლდეს მსოფლიო ბაზარზე – “ზარაფხანა”

კომპანია “ზარაფხანა” მსოფლიო მასშტაბის ცნობადობის ზრდისთვის აქტიურ მუშაობას იწყებს. როგორც კომპანიის დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ “კომერსანტის” ეთერში საუბრისას განაცხადა, ივლისის დასაწყისში ზარაფხანა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, ამ ღონისძიებას მსოფლიო დონის მოდისა და საიუველირო სახლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.“ჩვენ მარტში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გვქონდა გამოფენა, სადაც საინტერესო შემსყიდველები გავიცანით, რომლებთანაც ძალიან კარგ შეთანხმებებს მივაღწიეთ.  ამ კვირეულის ფარგლებში ჩვენ ასევე 200 000 ლარის პროდუქტის გაყიდვაც მოვახერხეთ. ჩვენ ივლისის დასაწყისში  პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში გვექნება ჩვენი გამოფენა, სადაც ასევე ველოდებით საინტერესო ხალხთან შეხვედრას, კერძოდ, ისეთ პიროვნებებთან, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოს უდიდეს მოდისა და საიუველირო სახლებთან. შესაბამისად, ბევრ კარგ სიახლეს ველოდებით. ვითარდებით იქეთ, რომ ზარაფხანას ცნობადობა ამაღლდეს მსოფლიო ბაზარზე. როგორც უკვე მიხვდით, ამ პროცესს დავიწყებთ საფრანგეთიდან“. – განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.