ივლისში, იმპორტის ფასების ინდექსი წლიურად 2.6%-ით გაიზარდა

2025 წლის ივლისში, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.03 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 2.6 პროცენტიანი მატება.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 2.7 პროცენტით შემცირდა სამთო-
მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე.
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის,
ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე – ფასების 55.7 პროცენტიანი მატება.
რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების
ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდა.

ინფორმაცია საქსტატმა გაავრცელა