ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტი 82%-ით შემცირდა (bm.ge)

ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა.
“სახელმწიფო ელექტროსისტემის” მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოდან თურქეთში 38.84 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურ ჭრილში 82%-იანი კლებაა. შარშან ივლისში 220.4 მლნ კვტ.სთ იყო ექსპორტირებული.
წელს, სულ საექსპორტო ბაზრებზე 460 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის 7 თვეში ეს მაჩვენებელი 938,58 მლნ კვტ სთ-ს შეადგენდა.
მთლიანობაში, გასულ წელს საექსპორტო ბაზრებზე საქართველომ 976 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. ექსპორტი კი აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. წელს ექსპორტის კლებაზე მთავარი გავლენა თურქეთში ელექტროენერგიის გაიაფებამ მოახდინა. “გალტ ენდ თაგარტის” ცნობით, წლის პირველ ნახევარში, ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად 4 %-ით და კვტ.სთ-ზე 4.3 ცენტამდე იყო შემცირებული.
bm.ge