ივლისში გლობალური სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა 8%-ით გაიზარდა – IATA

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, ივლისში გლობალური სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის მოცულობა წინა წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის მოცულობა ივლისში გასულ წელთან შედარებით 10.1%-ით, ხოლო შიდა ტრანსპორტის 4.8%-ით გაიზარდა.
წლის დასაწყისიდან გლობალური სამგზავრო ტრაფიკის მოცულობა გაიზარდა 12,6%-ით, მათ შორის საერთაშორისო – 16,3%-ით, შიდა – 7,1%-ით.
IATA-ს მონაცემებით, ივლისში გლობალური სამგზავრო მიმოსვლის ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+12%). შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (+7,5%), ევროპაში (+7,2%) და აფრიკაში (+6,6%). უფრო სუსტი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (+6.1%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (+4.9%).
„ივლისი იყო კიდევ ერთი თვე, რომელმაც მოიტანა დადებითი შედეგები, მგზავრთა მოთხოვნამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს როგორც ინდუსტრიისთვის, ასევე ყველა რეგიონთან მიმართებაში, აფრიკის გარდა“, აღნიშნა IATA-ს გენერალურმა უილი უოლშმა.
ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – შალვა პაპუაშვილი